20 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
ტერეზა მეი ბრექსიტზე მეორე რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავს

ტერეზა მეი ბრექსიტზე მეორე რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავს. ბრიტანეთის პრემიერი კვლავ სიტყვით გამოვიდა თემთა პალატაში და პარლამენტარებს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან თემთა პალატის წევრებს სამ პუნქტიანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა - თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი გარიგების გარეშე არ დატოვოს.

ტერეზა მეი აცხადებს, რომ ალტერნატიული გეგმის არსებობის გარეშე ბრიუსელი ბრექსიტის პროცესის გახანგრძლივებას არ დათანხმდება.

პარალელურად,საპარლამენტო ჯგუფებმაც საკუთარი წინადადებები წარადგინეს. მათ შესახებ კონსულტაციები დღეიდან იწყება. 

დღის ამბები