23 აპრილი 2024,   22:36
ვრცლად
იტალიის ვიცე-პრემიერის ბრალდებები - საფრანგეთსა და იტალიას შორის ურთიერთობები იძაბება

საფრანგეთსა და იტალიას შორის ურთიერთობები იძაბება. მიზეზი იტალიის ვიცე-პრემიერის ბრალდებები გახდა.

ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, საფრანგეთი აფრიკის ქვეყნების კოლონიზაციას არ წყვეტს, რაც კონტინენტიდან მიგრაციას იწვევს. იტალიის ვიცე პრემიერმა ევროკავშირს საფრანგეთისთვის სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდა. ლუიჯი დი მაიოს ბრალდებებს პარიზში მტრული უწოდეს.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში ახსნა განმარტებისთვის იტალიის ელჩის დაიბარეს.

კვირის ბოლოს ემანუელ მაკრონისა და მატეო სალვინის შეხვედრა იგეგმება, თუმცა მოლაპარაკებები შესაძლოა გაუქმდეს. 

დღის ამბები