20 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
"მხოლოდ ქართულის" ფინალური ტური - "რუსთავი2"-ის რჩეული წელს სამი კონკურსანტი გახდა

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა.  შემოსული სამასი ათასზე მეტი ზარიდან მან ყველაზე მეტი მიიღო. ჟიურის და მაყურებლის რჩეულის სტატუსი კი უკვე მეშვიდედ შეინარჩუნა.

გიორგი კელაპტრიშვილთან ერთად გამარჯვებისთვის კიდევ სამი ფინალისტი იბრძოდა. მეორე სეზონის ბოლო კონცერტზე მსმენელის და ჟიურის წინაშე გუგა მარგველაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი და ნუცა თოფურია წარდგნენ. რეიტინგების მიხედვით, სწორედ გუგა მარგველაშვილი გავიდა მეორე ადგილზე.

"რუსთავი2"-ის რჩეული წელს სამი კონკურსანტი გახდა. გუგას, ნუცას და ნოდარიკოს არხისგან ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა.

საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა „მხოლოდ ქართულის“ თითქმის არცერთი კონკურსანტი. პარტნიორმა კომპანიებმა საკუთარ რჩეულ მონაწილეებს ფულადი პრიზები და საგზურები გადასცეს. პროექტის მთავარი ჯილდო, 2 ოთახიანი ბინა გამარჯვებულ გიორგი კელაპტრიშვილს ერგო.  

დღის ამბები