თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბის ერთ-ერთ ფიგურანტის, ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის დაკითხვა იწყება.
დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა "შაბათის კურიერმა" გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს როგორ ურტყამს რკინის ჯაჭვს გეგა გეგეშიძე სპორტსმენს.
დაკითხვაზე შესვლამდე დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, გეგა გეგეშიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მას ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა.
„ჩემი სიმართლე ის არის, რაც ყველამ კარგად დაინახა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი მოქმედებს ძალიან აგრესიულად, ხელკეტით. ეს არის ჩემი სიმართლე და უნდა გადადგეს თანამდებობიდან... უბრალოდ ამდენი ვაჟკაცობაც არ ყოფნის, რომ სიმართლე თქვას "-ამბობს ევროპის ჩემპიონი.
ზურაბ დათუნაშვილი მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ჩვენებას, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.