19 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
„ესეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს" - მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის სკანდალურ საქმეს ეხმაურება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის სკანდალს და ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ეხმაურება.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უწყება მომხდარზე ზომებს მას შემდეგ მიიღებს, რაც ამ საქმეზე გამოძიება დასრულდება. მინისტრი მომხდარ ფაქტს გმობს და აცხადებს რომ სპორტსმენები უნდა იყვნენ ორიენტირებული ვარჯიშზე.

„ესეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი პოზიცია არის ასეთი. იცით რომ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება იმის მიხედვით უკვე ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ პოზიცია გვაქვს ერთი, სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო. პირველ  რიგში ყველანაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, რომ მშვიდ გარემოში ვარჯიშობდეს, ორიენტირებული იყოს ვარჯიშზე და არ გვიხდებოდეს საუბარი კონფლიქტურ სიტუაციებზე,“-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები