19 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა - ალეკო ელისაშვილი

ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია - ამის შესახებ განცხადება, „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ახალი წლის შემდეგ უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია როკის გვირაბი, რის შედეგადაც ვერ ხერხდება ცხინვალის ტერიტორიაზე სურსათისა და მედიკამენტების შეტანა.

ელისაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში უკვე ამოწურულია საკვებისა და მედიკამენტების მარაგი.

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელი პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს კრიზისის მოგვარებაზე ცხინვალის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ.

„ცხინვალში, სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დგას და სასურსათო და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არის ცხინვალი და ეს კატასტროფა შეიძლება დღე დღეზე იყოს. ბავშვთა საკვები არის გათავებული, მედიკამენტები თითქმის აღარ არის საავადმყოფოებში, მათ შორის სამშობიაროებშიც. მე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, რომ გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათ შორის და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და ჩვენ გამოვძებნოთ რესურსები, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შევიტანოთ ჩვენი მხრიდან ცხინვალის რეგიონში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები