20 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
"ეს იყო ამაზრზენი" - კახა კალაძე ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტზე 

ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ დაპირისპირებას დედაქალაქის მერი ამაზრზენს უწოდებს. კახა კალაძის განცხადებით, ის რაც სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე მოხდა კატეგორიულად მიუღებელია.

საქმე ეხება ფედერაციის პრეზიდენტსა და ევროპის ჩემპიონს შორის მომხდარ დაპირისპირებას. გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. 

„კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ნორმალური ადამიანი ვინც საღად მოაზროვნეა, როგორ უნდა იყოს ეს მისაღები და დადებითი ის რაც მოხდა. ეს იყო მართლაც ამაზრზენი რაც ჩვენი ვიხილეთ სატელევიზიო ეთერით,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები