19 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
დავინახე, რომ ექიმები წმენდნენ სისხლს - თვითმხილველები ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმის ფაქტს იხსენებენ

საქალაქო სასამართლოს გარდა, სადაც ჭიდაობის ფედერაციის სკანდალზე მოწმეების დაკითხვა სასამართლო წესით მიმდინარეობდა, დაკითხვების სერია გრძელდება პოლიციაშიც.

სამართალდამცავები ყველა იმ პირის ჩვენებას ისმენენ ვინც სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტს შეესწრო.

საუბარია "შაბათის კურიერში" გასულ კადრებზე, სადაც ჩანს როგორ უსწორდება ფიზიკურად ხელკეტით შეიარაღებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს.

სამართალდამცავებს ჩვენება მისცა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმაც, რომელიც ინციდენტის დღეს სპორტის სასახლეში იმყოფებოდა. მისი თქმით, იქ მყოფმა ყველა პირმა დაინახა თუ რა დაზიანება მიაყენა გეგა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს.

„შევტრიალდი ზურგით, მოხდა ეს გაუგებარი ხმაური. ტალღასავით რომ წამოვიდა ხალხი მე გამიკვირდა რაშია საქმე. ამიტომ პირველი შეძახილი ჩემი ის იყო მოზარდებთან, რომ დაეტოვებინათ ის ადგილი და ასულიყვნენ გასასვლელისაკენ. დაზიანება  ყველამ დავინახეთ. რომ ვთქვა არა -უხერხულია. როდესაც ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო და წმენდნენ იმ სისხლს, ეს დავინახე,“-განაცხადა ოთარ ტატიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები