19 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის დღის ბოლოს გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6611 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0283 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.005 ლარი შეადგინა. 

დღის ამბები