19 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე - მოსახლეობა პანიკაშია და დახმარებას ითხოვს

ოკუპირებული რეგიონები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. დაახლოებით 3 კვირაა, დაკეტილია როკის გვირაბი და ასევე ენგურის ხიდი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გზა, სავარაუდოდ, უამინდობის გამო ჩამოწოლილი ზვავის მიზეზით გადაიკეტა, ენგურის ხიდზე კი ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების შემდეგ, კარანტინი გამოცხადდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში იწურება საკვების და მედიკამენტების მარაგი.

მოსახლეობა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში საახალწლოდ გადავიდა, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს, მათ შორის არიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ბავშვები და მოხუცები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

ორივე რეგიონში მოსახლეობა პანიკაშია და დახმარებას ითხოვს.

„ხუთი ადამიანი, რომელთა ოპერაციებიც იყო დაგეგმილი, ვერ გადმოვიდა და ვერ შეძლო ოპერაციის გაკეთება. მსგავსი შემთხვევები ხშირია. იყო ორი ბავშვი სიცხიანი, მაღალი სიცხით ახალგორში და ვერ შეძლეს დახმარების აღმოჩენა. მშობლების თხოვნის მიუხედავად, არ მისცეს საზღვრის გადმოკვეთის უფლება და იძულებულები იყვნენ, გადაეყვანათ ცხინვალში. თუმცა, არც იქ არანაირი პირობები და საშუალებები არ გააჩნიათ, რომ ასეთი ტიპის დაავადებებს უმკურნალონ,“ - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები