19 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
"მოსახლეობას საკვებზე წვდომის პრობლემა აქვს" - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებზე საუბრობს.

3 კვირაზე მეტია, როკის გვირაბი და ენგურის ხიდი დაკეტილი. მიზეზად კი გრიპის ეპიდემია სახელდება.

ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ცხინვალში, სადაც მოსახლეობას საკვების პრობლემები შეექმნა.

„კატასტროფული მდგომარეობის წინაშე არის მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც გადაადგილება შეწყვეტილია, დიდთოვლობის გამო. შესაბამისად, მოსახლეობას აქვს ძალიან რეალური პრობლემა ელემენტარულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე. მათ შორის, საკვებზე წვდომის, ბავშვის საკვებზე. არანაირი გამართლება არა აქვს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას, თითქოსდა, არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით იმიტომ, რომ  სიტუაცია არ არის ეპიდემიური,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები