24 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
"მთავარი არის შედეგი და ამ ეტაპზე შედეგი მიღწეულია" - ნინო ლომჯარია მოსამართლეებზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები სახალხო დამცველს შეხვდნენ.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ომბუდსმენთან იმ კრიტერიუმებს განიხილავდნენ, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატები უნდა შეარჩიონ.

ნინო ლომჯარია მოსამართლეთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თვითაცილება პრობლემას დღის წესრიგიდან არ ხსნის და ახალი სია ახალი კრიტერიუმებით უნდა დამტკიცდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს ამ შემთხვევაში იყო სამართლებრივი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, პარლამენტი არ დაუჭერდა ამ სიას მხარს და ალბათ, ეს იყო მათთვის უფრო სწორი გამოსავალი. მთავარი არის შედეგი და ამ ეტაპზე შედეგი მიღწეულია. ის სია, რომელიც არასწორი პროცესით იქნა წარდგენილი, არ განიხილა პარლამენტმა, თუმცა, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამ შემთხვევაში არა მარტო საბჭოზე, არამედ საქართველოს პარლამენტზეც მოდის პასუხისმგებლობის ძალიან დიდი წილი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები