16 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დაკავებული დედა გვიან ღამით წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მშობელი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.   მას შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის მიხედვითაც, ქალს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

გარდაცვლილი მცირეწლოვანის და-ძმა პოლიციის განყოფილებიდან გვიან ღამით სოციალურმა მუშაკმა თავშესაფარში გადაიყვანა. შეუძლოდ გახდა დაკითხვაზე მისული მამინაცვალი. ის დროებით საავადმყოფოში მოათავსეს.

გოგონას სიკვდილის გამომწვევი მიზეზები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. ბავშვის მშობლები ამტკიცებენ, რომ პატარა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მეზობლები კი ოჯახში ხშირად მომხდარ ძალადობაზე საუბრობენ და გოგონას მკვლელობასაც არ გამორიცხავენ.

დღის ამბები