ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა ქვეყანაში გასულ წლებთან შედარებით გაორმაგებულია. შუამდგომლობებთან დაკავშირებით 2018 წლის 9 თვის სტატისტიკას უზენაესი სასამართლო ავრცელებს.
ყველაზე მეტი მოთხოვნა, 768 ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას ეხება და აქედან უმეტესობა, 690 დაკმაყოფილდა.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში მომატებულია არაოფიციალური მოსმენებიც, რომელსაც ხელისუფლება მისთვის არასასურველი პირების მიმართ იყენებს.
ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ადამიანის უფლებების შელახვისაგან თავი შეიკავოს.