ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. სავარაუდოდ, მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან, რის შემდეგაც პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.
რამდენად შესაძლებელია სისტემაში უკანონოდ შეღწევა და მაკონტროლებლის გვერდის ავლით მიყურადება, ამ საკითხზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უცხოელ ექსპერტს უსმენდნენ.
მოსარჩელე მხარე - სახალხო დამცველი, 300-ზე მეტ მოქალაქესთან ერთად, მიიჩნევს, რომ ახალი კანონით არაფერი შეცვლილა, რადგან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში რჩება.