25 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
გარემოვაჭრეები ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებით იმუქრებიან

ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავაჭრო დახლების დაშლას თავად დაიწყებენ. საბოლოო გაფრთხილება მათ მონასტერში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

გარემოვაჭრეები ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვების უკან უშუალოდ ტაძრის წინამძღვრის ინტერესებს ხედავენ. ისინი კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

„პირადად პატრიარქს გვინდა გავესაუბროთ. არა მგონია, პატრიარქს ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს, პირიქით, პატრიარქს არ უნდა ამდენი ხალხი დარჩეს ასე ქუჩაში. თუ საპატრიარქოდანაც არანაირი რეაქცია არ იქნა, მაშინ უკვე ოთხშაბათი-ხუთშაბათიდან ვაპირებთ მასშტაბური აქციების გამართვას. ყველანი შევაგროვებთ ხელმოწერებს და მოვითხოვთ წინამძღვრის გადაყენებას, ვინაიდან ეგ ერთადერთი ადამიანი არის წინააღმდეგი ჩვენი იქ ყოფნის“,- აცხადებს გარემოვაჭრე, მარიამ ჩაკვეტაძე.

დღის ამბები