25 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
რელიგიის სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისთვის ბიუჯეტი გაანაწილა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისთვის 2019 წლის ბიუჯეტი გაანაწილა.

უწყების ცნობით, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის 4 მილიონ-ნახევარი ლარი  სხვადასხვა რეგილიური გაერთიანებისთვის გამოიყო.

ამ ეტაპზე სამ მილიონ-ნახევრის ათვისება მოხდა. აქედან ყველაზე დიდი ოდენობა, ორი მილიონ 200 ათასი ლარი ისლამური თემისთვის გამოიყო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დარჩენილი მილიონი ლარი მოგვიანებით განაწილდება.

დღის ამბები