20 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
რუსეთ-იაპონიის ტერიტორიული დავა კვლავ მოუგვარებელი დარჩა 

რუსეთ-იაპონიის ტერიტორიული დავა კვლავ მოუგვარებელი დარჩა. ვლადიმერ პუტინი და სინძო აბე კურილიის კუნძულების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ტერიტორიული დავის დასრულებას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა ცნობილია, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა იაპონიისთვის 4 კუნძულის დაბრუნებას ეწინააღმდეგება.

ტერიტორიული დავის გამო იაპონიასა და რუსეთს შორის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი- სამშვიდობო შეთანხმება ამ დრომდე გაფორმებული არ არის.

დღის ამბები