20 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
ინფრასტრუქტურული პრობლემები სამგორის დასახლებაში - ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ

სამგორის დასახლებაში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ავტოფარეხის კედლიდან კანალიზაცია ჟონავს. 

პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ადგილობრივები გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

„იქ არის კანალიზაციის ლუქი, რომელიც გაბიდნულია ალბათ 2 თვეზე მეტია მინიმუმ, დაფიქსირებულია წყალ კანალში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ დაფიქსირებულია პირველად როდის დავრეკეთ, მას შემდეგ ყოველ მესამე დღეს ვრეკავთ. ეს კედელი, რომელიც ამაგრებს ამ მიწას მთლიანად შეიძლება ჩამოინგრეს. მოირბინეს ეგრევე, შეხედეს, მაგრამ შედეგი არანირი. მოვლენ, შეუჩხიკინებენ თითქოს გააკეთეს და შედეგი არანაირი,“ - აცხადებს ადგილობრივი, ედუარდ პაპავა.

მოსახლეობამ დახმარების თხოვნით მერიას, გამგეობას და წყალკანალს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„ხო უნდა მოგვხედონ? რამდენი დავრეკეთ იმდენი მოვიდნენ-წავიდნენ, მოვიდნენ-წავიდნენ. გუშინწინ იყვნენ მოსულები, ახადეს ჭის თავი, როგორც საპატრულოში დავრეკე, ალბათ 112 დავრეკე პირადად მე დავრეკე. 112-მ მერე გადაურეკა წყალკანალს და 15 წუთში მოვიდნენ, ისიც არ იყო. ახადეს ჭის თავი, უჩხრიკინეს, აქ გაჭედილი არისო და ამოსათხრელი არისო მილი,“ - განაცხადა რევაზ ჯიქიამ.

დღის ამბები