19 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
"ქლორს რა უნდა წყლის ჭიქაში ბაღში, სადაც სამასი ბაღანაა" - 4 წლის ბავშვი მამა საბავშვო ბაღის დირექციისგან განმარტებებს ითხოვს

4 წლის გოგონას მამა ბათუმის #31 საბავშვო ბაღის დირექციისგან განმარტებებს ითხოვს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ იყო ბავშვისთვის ხელმისაწვდომი სადიზენფექციო ხსნარით სავსე ჭიქა. ბავშვმა სითხე მაშინ დალია, როდესაც ის სამზარეულოში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. პატარა მძიმე მდგომარეობაში იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

„რატომღაც ბავშვისთვის  ხელმისაწვდომ ადგილას, წყლის ჭიქაში აღმოჩნდა ქლორი და ის დალია ერთი  ყლუპი. მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო, აბა ქლორს რა უნდა წყლის ჭიქაში ბაღში სადაც სამასი ბაღანაა. ერთადერთი რითაც ვარ დაკავებული ბავშვის გამოჯანმრთელებაა,“-განაცხადა ბავშვი მამამ. 

ექიმები ცდილობენ დაადგინონ საყლაპავი მილის რომელიც ხარისხის დამწვრობა აქვს მას მიღებული. მედიკოსების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

შემთხვევა, ბათუმში #31 საბავშვო ბაღში მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები