24 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
"ამ დოკუმენტს სამწუხაროდ "ქართული ოცნებიდან" ხმა არავინ მისცა" - გიორგი კანდელაკი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას რეზოლუციაზე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, ევროსაბჭოს ვებგვერდზე შეამოწმონ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ვინ დაუჭირა მხარი.

კანდელაკი ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართული ოცნების" დელეგაციის არც ერთ წევრს. 

რაც შეეხება ჩუგოშვილის განცხადებას, რომ მან მხარი დაუჭირა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას, კანდელაკი განმარტავს, რომ ვიცე სპიკერი სიაში მიღებული შესწორებების მხარდასაჭერად მივიდა, თუმცა პლენარულ სხდომაზე შესწორებებისთვის კენჭი საერთოდ არ უყრიათ, რადგან ის ავტომატურად იქნა მიღებული. რაც შეეხება დოკუმენტს, ანუ რეზოლუციას, კანდელაკის მტკიცებით, არც ჩუგოშვილს და არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მხარი არ დაუჭერიათ.  

„პლენარულ სხდომაზე ჩვენი შესწორება კენჭისყრაზე არცკი დამდგარა, ავტომატურად იქნა მიღებული. ხოლო, რაც შეეხება მთლიანად რეზოლუციას, რომელიც მართლა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არის ჩვენთვისაც და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ამ დოკუმენტს, თვითონ რეზოლუციას, სამწუხაროდ "ქართული ოცნებიდან" ხმა არავინ მისცა.

დელეგაციის ხელმძღვანელი ჩუგოშვილი იყო მოსული ჩვენი შესწორებისთვის ხმის მისაცემად,რომელიც კენჭისყრაზე არ დამდგარა, იმიტომ რომ ერთხმად იყო მიღებული კომიტეტზე, მაგრამ რეზოლუციას, ,მთლიან ტექსტს, შედეგები არის ხელმისაწვდომი ევროსაბჭოს საიტზე და იქ "ქართული ოცნების" ხმები არ ფიქსირდება სამწუხაროდ,“-ამბობს გიორგი კანდელაკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები