25 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
ბაღში სადეზინფექციო ხსნარით მოწამლული აღსაზრდელი - ექიმებს მცირეწლოვნის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება უჭირთ

4 წლის გოგონა, რომელმაც საბავშვო ბაღში სადეზინფექციო ხსნარი დალია, რთული მდგომარეობის გამო ბათუმიდან იაშვილის კლინიკაში გუშინვე გადაიყვანეს. უმძიმესი 2 დღის შემდეგ 4 წლის გოგონამ პირველად მიიღო წყალი და საკვები. ბავშვმა ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში სადეზინფექციო ხსნარი წყლის ნაცვლად დალია. მცირეწლოვანის ოჯახი ახლა იმის გარკვევას ცდილობს, რატომ იდო ქიმიური ხსნარი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

შიდა განაწესის მიხედვით, ბაღში აღსაზრდელების მისვლის დროს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. 31-ე ბაგა ბაღში სავარაუდოდ, ეს განაწესი დაირღვა. ძიძა რომელმაც ხსნარი სამზარეულოში მაგიდაზე დადო, დეტალურად იხსენებს მომხდარს, თუმცა იამზე თავაძე ვერ იხსენებს, დალია თუ არა ბავშვმა ქიმიური ხსნარი.

რა მდგომარეობაშია გოგონა, ექიმებმა ჯერ ზუსტად არ იციან. მას ძლიერი ტკივილის გამო საყლაპავი მილის სრული დათვალიერება დღემდე ვერ ჩაუტარეს. ხვალ კი ბავშვს ნარკოზის ქვეშ გამოიკვლევენ, რა ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

დაზარალებული ბავშვის ოჯახი არ ჩივის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევის შემდეგ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. უწყებამ საქმე გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით აღძრა. 

 

ავტორი: თეა ვარშალომიძე 

დღის ამბები