25 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
"გეგეშიძე გამოიყვანეს კაციჭამია მოძალადედ"- ირმა ჭკადუა პოლიციის სამმართველოში მივიდა

ამ წუთებში ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გეგა გეგეშიძისთვის ბრალის წაყენების პროცედურა მიმდინარეობს.  ადგილზე მივიდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ადვოკატიც. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ამ საქმემ შეიძინა პოლიტიკური ელფერი.

მისივე თქმით, კადრები რომელიც "კურიერის" ეთერში გავიდა და რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდება გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს, არის ცალმხრივი და ამ ინციდენტის დროს დაზიანებები თავად გეგეშიძემაც მიიღო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძინა ამ საქმემ პოლიტიკური ელფერი. ყველას მოვუწოდებ, რომ დამშვიდდნენ ვინაიდან თითოეული მხარე ამ საქმის არის ერთი ოჯახის წევრი. არც ერთი ადამიანი ამ საქმეში მონაწილე არ არის უცხო ერთმანეთისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი  გეგეშიძე გამოიყვანეს კაციჭამია მოძალადედ. არავინ არ საუბრობს  იმ დამსახურებაზე რომელიც მას გააჩნია. კადრები, რომელიც ვრცელდება არის მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივად. ამავდროულად მინდა გითხრათ რომ ტავად გეგეშიძესაც გააჩნია დაზიანებები. მას აქვს ხუთი ნაკერი. არსებობს საავადმყოფოს ფურცელი.  თავად შემთხვევის ადგილზე მას ექიმმაც აღმოუჩინეს დახმარება. ბრალდების მხარე მოცემულ შემთხვევაში იყო მკაცრი.იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი,“-განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები