25 აპრილი 2024,   02:19
ვრცლად
საფრანგეთში ემიგრირებული მხატვრის გამოფენა - ფელიქს ვარლამიშვილმა ეროვნულ მუზეუმს საკუთარი ნახატები უსახსოვრა

საფრანგეთში ემიგრირებული მხატვრის გამოფენა ეროვნულ გალერეაში -ფელიქს ვარლამიშვილმა საზღვარგარეთ წარმატებული კარიერა შეიქმნა, საქართველოში კი მის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი.

მხატვარი საფრანგეთში გარდაიცვალა და სამშობლოში დაბრუნების ოცნება ვერ აისრულა, თუმცა ეროვნულ მუზეუმს საკუთარი ნახატები უსახსოვრა.

საბჭოთა პერიოდში საფრანგეთში ემიგრაციაში წასული მხატვრის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ სპეციალისტების ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი.

ვარლამ საფრანგეთში 60 წელი გაატარა, საიდანაც 4 წლის განმავლობაში არგენტინაში, ბუენოს აირესში იმუშავა. საზღვარგარეთ მისი კარიერა საკმაოდ წარმატებული იყო. სწორედ ევროპული კულტურის გაცნობა იყო მთავარი მოტივი, რამაც თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ წასვლა გადააწყვეტინა. უკან ვეღარ დაბრუნდა თუმცა დაიბარა, რომ მისი ნახატები საქართველოს ეროვნული გალერეისთვის გადაეცათ. ანდერძი მისმა მეუღლემ, დანიელმა მხატვარმა, ვარლას გარდაცვალებიდან ერთ წელში, 1987 წელს შეასრულა.

ვარლას 63-ზე მეტი ნახატი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თებერვლის ბოლომდე დარჩება. მხატვრის ნაჩუქარი 8 ნახატი ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნის, დანარჩენი კი კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. 

დღის ამბები