20 აპრილი 2024,   15:45
ვრცლად
ევროკავშირი მზადაა, ბრექსიტის პროცესი მაისამდე გადადოს

ევროკავშირი მზადაა, ბრექსიტის პროცესი მაისამდე გადადოს. განცხადება ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ავსტრიის კანცლერმა გააკეთა. სებასტიან კურცის თქმით, გაერთიანების პოზიციის შესახებ ოფიციალური ლონდონისთვის ცნობილია, თუმცა ევროკავშირში სურთ, რომ ბრიტანეთმა ორგანიზაცია მაისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებამდე დატოვოს.

გეგმის თანახმად, ბრექსიტის ვადა 29 მარტს იწურება. ამ საკითხთან დაკავშირებით დავოსში განცხადება ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმაც გააკეთა. ტონი ბლერს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მეორე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები