20 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
მეთოფიშვილის "შავი სია" - მოსამართლე იმ გვარებს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, ემუქრებიან

ხმაურიანი ბრალდებების ახალი სერია სერგო მეთოფიშვილისგან - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, რომელიც ბოლო პერიდოში არაერთხელ აღმოჩნდა ღია დაპირისპირების ეპიცენტრში, ოპონენტებს მძიმე ბრალდებები წაუყენა.

შესაძლო ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაზე სერგო მეთოფიშვილი პასუხისმგებლობას კონკრეტულ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს აკისრებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება და იმ 12 ადამიანის გვარი გამოაქვეყნა, ვინც, მისი შეფასებით, ღიად იმუქრება და მოსამართლეების მიმართ ძალადობას ახალისებს. მოსამართლე მეთოფიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანების დამსახურებით, ქუჩაში გასვლა მისთვის უსაფრთხო აღარ არის.

ბრალდების ადრესატები საჯარო ბოდიშს მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც მოსამართლე მეთოფიშვილთან კონფლიქტი აქამდეც არაერთხელ მოსვლიათ, ამჯერად მას ურჩევენ, კანონს გადახედოს. უფლებადამცველების განცხადებით, მათი კრიტიკა ზღვარს არასდროს გასცდენია.

სერგო მეთოფიშვილის "შავ სიაში" რამდენიმე პოლიტიკოსიც მოხვდა. ძირითადად მმართველი პარტიის ის დეპუტატები, რომლებმაც მეთოფიშვილისა და მისი კოლეგების 10 რჩეულ კანდიდატს პარლამენტში წითელი შუქი აუნთო. დეპუტატები კი ამბობენ, რომ დღევანდელი ბრალდებების ავტორი ისტერიკაშია.

ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას მოითხოვს. 

დღის ამბები