19 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
დაპირისპირება მარეგულირებელსა და კავშირგაბმულობის კომპანიებს შორის - ბექაურმა ბაზრიდან "ბილაინის" გასვლა დაანონსა

დაპირისპირება მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებსა და მარეგულირებელ კომისიას შორის სულ უფრო მასშტაბური ხდება. კომისიასა და ორ უმსხვილეს ოპერატორს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც "მაგთიკომმა" და "სილქნეტმა" ტარიფების გაძვირება დაანონსეს. პროცესი შესაძლოა, მარეგულირებელმა შეაჩეროს.

პარალელურად კახა ბექაურმა კიდევ ერთი კომპანიის, „ბილაინის“ საქართველოდან გასვლა დაანონსა. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბაზარზე მხოლოდ "მაგთი" და "ჯეოსელი" რჩებიან, რაც კონკურენციას შეასუსტებს და მომხმარებელს დააზარალებს.

თუმცა თავად "ბილაინში" ეს ინფორმაცია უარყვეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოში რჩებიან და ბიზნესის გაფართოებასაც კი გეგმავენ.

ექსპერტების აზრით, "ბილაინმა" მობილური საკომუნიკაციო ბაზარი არ უნდა დატოვოს. თუ ქვეყანაში მხოლოდ ორი გიგანტი - "მაგთი" და "სილქნეტი" დარჩება, სპეციალისტების თქმით, ოლიგოპოლიას მივიღებთ, რაც ფასებს კიდევ უფრო გააძვირებს.

ექსპერტები კარტერული გარიგების ნიშნებზე საუბრობენ, განსაკუთრებით ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაძვირების ერთდროული გადაწყვეტილების შემდეგ.

დღის ამბები