20 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
ელიტური კორუფცია, სასამართლო ეფექტურობის ვარდნა - საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუარესდა

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუარესდა. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 16-ე ადგილზეა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 0,3 მეათედი პუნქტით შემცირდა და საერთო ჯამში 75,9 მეათედი შეადგინა.

ვითარების გაუარესების მიზეზი სასამართლო ეფექტურობის მკვეთრი ვარდნა და მთავრობის მუშაობის დაბალი შეფასება გახდა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში აღიარებულია საკუთრების უფლება და მთავრობამ საკუთრების რეგისტრაცია გაამარტივა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას კონსტიტუცია უზრუნველყოფს, პოლიტიკური ზეწოლა მიუკერძოებლობას საფრთხეს უქმნის.

"საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ელიტური კორუფცია საჯარო მოხელეებში კვლავ პრობლემად რჩება,"- წერია ანგარიში.

დღის ამბები