16 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
ტრამპის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი როჯერ სტოუნი დააკავეს

ფლორიდაში დონალდ ტრამპის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი და დიდი ხნის მოკავშირე როჯერ სტოუნი დააკავეს. ის FBI-იმ  საკუთარ სახლში გამთენიისას აიყვანა.

პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს 7 პუნქტიანი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ცრუ ჩვენებისა და მოწმეზე ზეწოლისთვის. დონალდ ტრაპის გარემოცვის რუსეთთან კავშირებს სპეცპროკურორის, რობერტ მალერის კომისია იძიებს.

გავრცელებული ცნობით, მალერი პრეზიდენტისა და სტოუნის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე დაინტერესდა. კერძოდ, მალერს სურდა, დაედგინა, ჰქონდა, თუ არა რაიმე სახის კონტაქტი როჯერ სტოუნს ვიკილიქსითან, რომელმაც საპრეზიდენტო კამპანიის დროს დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ კომპრომატები გამოაქვეყნა.

დღის ამბები