19 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
"არ ველოდებით გართულებებს“ - არჩილ თალაკვაძე ავაქიანის ძეგლის გახსნაზე

სამცხე-ჯავახეთში მთიანი ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხეილ ავაქიანის ძეგლის გახსნასა და ამ საკითხზე აზერბაიჯანელი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების პროტესტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საკითხი ამოწურულია. მისივე განცხადებით, ყარაბაღის ომის მონაწილისა და სისასტიკით ცნობილი ავაქიანის ძეგლის დადგმა ვერც აზერბაიჯანელ და ვერც სომეხ მეგობრებთან ურთიერთობას ვერ შეცვლის.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ იყო საკმაოდ აქტიური განხილვები, ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია. აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შორის იწვევს გარკვეულ უხერხულობას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ამ ძეგლის საკითხი იმ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან, საქართველოს აქვს სომხეთთან, ვერ შეცვლის. საკითხი, შემიძლია გითხრათ, მეტწილად ამოწურულია და არ ველოდებით გართულებებს,“-ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ყარაბაღის ომის მეომარს, რომელიც ბავშვებისა და ქალების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით არის ცნობილი, ბიუსტი აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე მძიმე, გლოვის დღეს დაუდგეს. ცერემონიას ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც ესწრებოდნენ, საგანგებოდ მიწვეული იყო სომხეთის ელჩიც.

დღის ამბები