20 აპრილი 2024,   12:22
ვრცლად
ექსკლუზიური ინტერვიუ ემიგრანტთან, რომლის ბინაშიც იტალიაში მოკლული მხატვრის ცხედარი აღმოაჩინეს

ქალს, რომელიც შესაძლოა, იტალიაში მოკლული ცნობილი ქართველი მხატვრის საქმის მთავარი ფიგურანტი გახდეს, „კურიერმა“ საქართველოში მიაგნო.

ქართველი ემიგრანტი ადასტურებს, რომ იტალიაში მხატვარ თამარ მოდებაძეს ეჩხუბა, ტილოები დაუხია და კონფლიქტის შემდეგ მძინარე სახლში მიატოვა. ჩხუბის შემდეგ ემიგრანტი პირდაპირ რომის აეროპორტში წავიდა და საქართველოში გამოფრინდა.

ცნობილი ქართველი მხატვრის ცხედარი ამ დრომდე ნეაპოლის პროზექტურაშია დასვენებული.

მხატვრის და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი ფულის გამო მოკლეს. თამარ მოდებაძე, რომლის ნახატებიც რამდენიმე ათასი ევრო ღირდა, ფულს ბანკში არ ინახავდა და თან დაჰქონდა, საბედისწერო დღეს. სავარაუდოდ, მას მთელი დანაზოგი ჩანთაში ედო.

ცნობილი ქართველი მხატვრის ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ მოდებაძე ქართველმა ემიგრანტმა მოკლა. ქალი, რომელის გვარსაც „კურიერთან“ საუბრისას იტალიაში მცხოვრები ქართველები ასახელებენ, უკვე საქართველოშია, მას ახლა ორი ადვოკატი იცავს.

დღის ამბები