19 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოს მიუკერძოებლობას საფრთხეს უქმნის, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი შემცირდა - Heritage-ის კვლევა

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი შემცირდა. Heritage Foundation-ის ყოველწლიურ ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოს მიუკერძოებლობას საფრთხეს უქმნის.

Heritage Foundation-ის კვლევაში წერია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში წარმატებული რეფორმები გატარდა, რასაც შედეგად მოჰყვა კორუფციის შემცირება, რეგულაციების გაუქმება, გადასახადების სისტემის გამარტივება და ღია ბაზარზე გადასვლა.

2019 წელს კი გავლენიანმა ამერიკულმა ორგანიზაციამ ქვეყნები 4 მიმართულებით შეფასა - კანონის უზენაესობა, მთავრობის ეფექტურობა, რეგულაციების სიმარტივე და ღია ბაზარი. ამ ჩამონათვალში ყველაზე მძიმე მდგომარეობა სასამართლო სისტემაშია.

თუმცა, ამის მიუხედავად, Heritage Foundation-ის კვლევის შედეგები საპარლამენტო უმრავლესობისთვის საგანგაშო არ არის. მმართველ გუნდში ყურადღებას კვლევის იმ ნაწილზე ამახვილებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას პოზიციები არ შეუცვლია.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის Heritage Foundation-ის შეფასება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მათი შეფასებით, ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პრობლემები კვლევაში აუცილებლად მოხვდებოდა.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციაზე.

ასევე კრიტიკული იყო კიდევ ერთი გავლენიანი გაზეთის, „ეკონომისტის“ კვლევა საქართველოში დემოკრატიის განვითარების შესახებ, სადაც დემოკრატიის ინდექსის გაუარესების მიზეზი კვლავ სასამართლო სისტემა იყო.

დღის ამბები