19 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
„ნურავის ნუ ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა" - ეკა ბესელია

„ნურავის ნუ ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა,“ - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია მოსამართლეების ნაწილის იმ განცხადებას, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ გარკვეული პირები მათ დამოუკიდებელი საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს მიმართვის კონკრეტული ადრესატი არ დაუსახელებია, თუმცა, მან, სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის კომენტარი  შეაფასა.

სერგო მეთოფიშვილმა მოსამართლეთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, რომ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს, მუქარად აღიქვამს.

ბესელიას თქმით, სასამართლო სისტემა არავის პირადი სივრცე არ არის და მართლმსაჯულება არის საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების ნაწილი.

„ბოლო დღეებში ისმის განცხადებები, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლობას იცავენ და თითქოს, ვინმე ცდილობს, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევას. ნათლად მინდა, ვთქვა, ჩვენ ვიცავთ თავად სასამართლოს დამოუკიდებლობას ჩვენი ამ ბრძოლით. არავინ არ აპირებს სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევას. მე მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, თუ იმ სასტიკი რეჟიმის დროს მოსამართლეები დამოუკიდებლობაზე ხმას ამოიღებდნენ და ამას საკუთარ გადაწყვეტილებებში ასახავდნენ. ნურავის ნუ ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა. ვიღაცას შეიძლება, განცდა აქვს, რომ მის სახლში შევდივართ, ეს არავის პირადი სივრცე არ არის. ქართული მართლმსაჯულება არის საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების ნაწილი, რომ განახორციელოს სამართლიანი სასმართლოს უფლება ყველა დონეზე. ამას ვიცავთ ჩვენ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

დღის ამბები