20 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
მაკედონიის ახალი სახელწოდება - საბერძნეთის პრემიერმა კენჭისყრას "ისტორიულს" უწოდებს

მაკედონიელები საბერძნეთის პარლამენტის მიერ ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რატიფიცირებას მიესალმებიან. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ კენჭისყრას საბერძნეთის პრემიერმინისტრმა "ისტორიული" უწოდა.

ალექსის ციპრასის შეფასებით, ბალკანეთის ქვეყნები მრავალწლიანი კონფლიქტებისა და სიძულვილის შემდეგ მშვიდობის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისთვის სივრცეს ქმნიან.

გარიგების თანახმად, ამიერიდან მაკედონიას "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა" ეწოდება, რითაც მეზობელ საბერძნეთთან 27-წლიანი დავა სრულდება.

ისტორიულ შეთანხმებას საბერძნეთის პარლამენტში მხარი 153 დეპუტატმა დაუჭირა.

ამავე თემაზე
დღის ამბები