25 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
"საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კლანი, დღეს საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს" - ლევან მურუსიძე

„საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კლანი, დღეს საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს,“ - ეს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მურუსიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გამომსვლელი მოსამართლეების განცხადებების შემდეგ ცხადი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის, რომ სასამართლო სისტემაში არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს.

„რეალურად დღეს გამოდიოდნენ მოსამართლეები, რომლებიც საერთოდ არ გამოსულან კონფერენციებზე, ფაქტობრივად, ყველა ახალი სახე იყო, რომლებმაც დააფიქსირეს ერთი პოზიცია - მთლიანად სასამართლო კორპუსი იმ ფასეულობების გარშემო, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა, არის ერთ აზრზე. აქედან გამომდინარე, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კლანი, დღეს საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს,“ - აცხადებს მურუსიძე.

დღის ამბები