25 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
"მწვანე პოლიტიკა - ატმოსფერული ჰაერის დაცვა" - ამ სახელწოდებით პრეზენტაცია "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა

მწვანე პოლიტიკა - ატმოსფერული ჰაერის დაცვა - ამ სახელწოდებით პრეზენტაცია ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.

შეხვედრას პრემიერი, მამუკა ბახტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც ესწრებოდნენ.

მამუკა ბახტაძემ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად სამშენებლო საქმიანობა დაასახელა და ახალი სტანდარტების აუცილებლობაზე ისაუბრა. ასევე, პრემიერის განცხადებით, უკვე დაწყებულია საწვავის ხარისხის გაუმჯობესება.

„მთავრობის მწვანე პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ახალი ცხოვრების წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას. ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები