20 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
უკვე მეთერთმეტე კვირაა, საფრანგეთში მაკრონის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება

უკვე მეთერთმეტე კვირაა, საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მოძრაობა ყვითელი ჟილეტების აქტივისტები პარიზის ქუჩებში დღესაც გამოვიდნენ.

ასობით დემონსტრანტი ელისეს მინდვრებზე შეიკრიბა და ბასტილიის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყო. აქცია, ჯერჯერობით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პარიზში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც, რადგან დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლა დღეს ღამითაც იგეგმება. მომიტინგეებმა აქციას სიმბოლურად ყვითელი ღამე უწოდეს. 

დღის ამბები