26 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
"საბჭოს მართავს კლანი, ვისთვისაც მართლმსაჯულება, კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები არ არის მნიშვნელოვანი" - გიორგი მშვენიერაძე

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელეს პარლამენტში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ეკა ბესელიას და უმრავლესობის წევრების ნაწილს შეხვდნენ.

მესამე სექტორის წევრები მოსამართლეთა კონფერენციას და საგანგებო განცხადებასაც გამოეხმაურნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, რომ მოსამართლეებმა ზეწოლად არ უნდა აღიქვან სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბარი და დასაბუთებული კრიტიკა.

„ჩვენ მოვისმინეთ საბჭოს რამდენიმე წევრის განცხადება, რომ თითქოს, ჩვენი კრიტიკული განცხადებები ახალისებს ძალადობას მათ წინააღმდეგ, ეს არის მუქარაც, მათ შორის, რაც ორ რამეს ნიშნავს - მათ არც სამართალი ესმით კარგად და არც მორალურად დგანან სწორ მხარეს. დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბჭოს მართავს კლანი, ადამიანები, რომლებისთვისაც მართლმსაჯულება, კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები არ არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მოსამართლეების შერჩევის დროს პარლამენტისთვის დომინანტის როლის ქონაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ეკა ბესელია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სწორედ პარლამენტმა შეძლო, რომ მოსამართლეთა 10-კაციანი სია არ გასულიყო.

დღის ამბები