19 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
ოკუპანტებმა ხურვალეთში ადგილობრივების ბაღებში მავთულხლართების გავლება განაახლეს

სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ. იმ ადგილას, სადაც გუშინ მათ მავთულხლართები გაავლეს, ე.წ. მესაზღვრეები მანქანით მივიდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქუჯოშვილების ბაღში მავთულხლართების გავლება გააგრძელეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება. მავთულხლართების გავლების დროებით შეწყვეტილი პროცესი გუშინ ე.წ. მესაზღვრეებმა განაახლეს. ე.წ. მესაზღვრეებმა ბატონისაშვილების ბაღში საფეხმავლო გზა გაიყვანეს. ოკუპანტებმა მავთულხლართები 50 მეტრით გადმოწიეს ჯუკაანთ კარისკენ მიმავალ გზაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები