მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ მარტამდე სოფელი თავად გადაწყვეტს, რაში მოიხმარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის განკუთვნილ 20 მილიონ ლარს.
მოსახლეობასთან შესახვედრად და ინფორმაციის მისაღებად სოფლის კრებები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა ტყვიავის მოსახლეობასთან.
შეხვედრაში მონაწილეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და შიდა ქართლის გუბერნატორი იღებდნენ.