25 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
"სად არის აქ ლობირება? აქ არის ჯანსაღი მიდგომა" - დავით მათიკაშვილი აქციის მონაწილეებს პასუხობს

"შევქმნათ ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ამ კონსტიტუციურ პროცესს, რომელიც კანონმდებლობის ჩარჩოებშია თავიდან ბოლომდე, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს," - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ სამუშაო ჯგუფის შესახებ გააკეთა.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრა ამ წუთებში სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.  

დავით მათიკაშვილი აქციაზე შეკრებილ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც მათიკაშვილის შესახებ ამბობენ, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ე.წ. 10 კაციან მოსამართლეთა სიას ლობირებდა.  

„საზოგადოებრივი ინტერესი ამაზე მაღალია, შესაბამისად, მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი გადაწყვეტილება. სად არის აქ ლობირება? აქ არის ჯანსაღი მიდგომა. ჯანსაღი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ადეკვატურები უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი განწყობის და შევქმნათ ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ამ კონსტიტუციურ პროცესს, რომელიც კანონმდებლობის ჩარჩოებშია თავიდან ბოლომდე, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს. ამაზეა მხოლოდ საუბარი და სწორედ ამ  მიზნით ვართ აქ შეკრებილები,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

 

დღის ამბები