16 ოქტომბერი 2019,   02:41
ვრცლად
„ძირს ნაცები და ქოცები“ - სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე თინა ბოკუჩავას პრეტენზიებით დახვდნენ 

„ძირს ნაცები და ქოცები, ორივე ერთი ნაგავი ხართ ყველანი,“ - ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების აქციაზე მყოფმა ირაკლი კაკაბაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე თინა ბოკუჩავას აქციის რამდენიმე მონაწილე პრეტენზიებით დახვდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უნდობლობას უცხადებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად შეიკრიბნენ და მის მიმართ პროტესტი გამოხატეს.

„ძირს ნაცები და ქოცები, ორივე ერთი ხართ, ერთი ნაგავი ხართ ყველანი. წადით, გაეთრიეთ ამ ქვეყნიდან. წადით რა, დაგვანებეთ თავი. შენ და ივანიშვილი ერთად წადით,,“ - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ, დილიდან იმართებოდა. შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. მათ პრეტენზიები სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან აქვთ და ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები