19 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
თავდასხმა ეკლესიაზე - პასუხისმგებელ პირებს ფილიპინების ხელისუფლება უმკაცრესი სასჯელით ემუქრება

ფილიპინების ხელისუფლება ქრისტიანულ სალოცავზე თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს უმკაცრესი სასჯელით ემუქრება. ტერორისტების დასაკავებლად ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებში სრული მობილიზაცია გამოცხადდა.

ტერორისტებმა კუნძულ ჰოლოზე კათოლიკური ეკლესია ააფეთქეს. პირველი ბომბი ეკლესიაში საკვირაო მესის დროს ამოქმედდა, მეორე აფეთქება კი ადგილზე პოლიციისა და სამხედროების მობილიზებისთანავე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. 

დღის ამბები