16 ოქტომბერი 2019,   02:30
ვრცლად
"შეყრა“ - დავით დოიაშვილის ახალი სპექტაკლი

"შეყრა" - ასე ჰქვია დავით დოიაშვილის ახალ სპექტაკლს, რომელზეც ყველა ჩანიშნული სპექტაკლის ბილეთები პრემიერამდე გაიყიდა და მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი იძულებული გახდა, თებერვალში დამატებითი სპექტაკლები დაემატებინა. მუსიკაზე კომპოზიტორმა, რუსუდან მორჩილაძემ იმუშავა.

თბილისური ვოდევილი შეყრა მე-19 საუკუნის დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესის "მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით შეიქმნა. ფაბულა ძველი თბილისის ცხოვრებიდან არის აღებული.

ქალაქი, რომელიც ყოველთვის მრავალეროვანი იყო და სადაც ერთმანეთის გვერდით განსხვავებული კულტურა თანაარსებობდა, კარგად არის წარმოდგენილი მე-19 საუკუნის დრამატურგიაში.

პერსონაჟების მოქმედებას ძველ თბილისში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - მზის დაბნელება განაპირობებს. ისინი ცდილობენ ერთ დღეში შეიცვალონ, გახდნენ კეთილშობილები.

ყველა სიმღერა ორმოქმედებიან წარმოდგენაში ცოცხლად სრულდება.

რამდენიმე პიკანტური სცენის გამო სპექტაკლზე 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება.

დღის ამბები