20 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის ავიალაინერი თბილისში - ევტუშენკოვს ინტერესები, სავარაუდოდ, საქართველოშიც აქვს

10 დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საეჭვო თვითმფრინავი დაეშვა. ლაინერი მხოლოდ ერთი დღით გაჩერდა საქართველოში და შემდეგ ქვეყანა ისევ დატოვა.

ირკვევა, რომ ავიალაინერი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ეკუთვნის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პირდაპირი დავალებით, ინვესტიციებს ახორციელებს ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის ტერიტორიაზე. ვლადიმერ ევტუშენკოვი ცნობილი მილიარდერია. ის რუსეთში უმსხვილესი მობილური ოპერატორის, "ემტეესის" მფლობელი სისტემა ჰოლდინგის მთავარი მეწილეა.

მისი საეჭვო საქმიანობიდან გამომდინარე, შეერთებულ შტატებს ევტუშენკოვი შეყვანილი ჰყავთ სპეციალურ სიაში. მას აკვირდებიან და მისი ქმედებების შესწავლით არიან დაკავებულნი.

ასეთი ბიოგრაფიის მქონე ოლიგარქის თვითმფრინავის თბილიში ვიზიტი ბადებს კითხვას, ვინ იყო ამ თვითმფრინავის მგზავრი, იყო თუ არა თავად ოლიგარქი და რა მიზნით ჩამოფრინდა თბილისში ერთი დღით?

ერთი შესაძლო პასუხი კითხვაზე, რატომ ჩამოფრინდა ევტუშენკოვის თვითმფრინავი თბილისში, ბიზნესმენს რომან ფიფიას აქვს. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ევტუშენკოვი რუსთავის აზოტით არის დაინტერესებული, რომლის მფლობელიც ადრე რომან ფიფია იყო. ფიფიას წარმომადგენლის მტკიცებით, მან რუსთავის აზოტი ევტუშენკოვის ხელშეწყობით დაკარგა. 

დღის ამბები