17 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
ქართველ მხატვარს, რომლის ნამუშევრებმაც ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიის მოწონება დაიმსახურა, სწავლის გაგრძელებისთვის თანხა სჭირდება 

ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიამ ქართველი მხატვრის ნიჭი ექსტრაორდინალურად შეაფასა და დავით ჯალაღონიას შესაძლებლობა მისცა, ამერიკული სკოლის დიდი გამოცდილება მიეღო. მისი ნახატებით ნიუ იორკში მოიხიბლნენ და მაქსიმალური 15 000 დოლარის დაფინანსება მისცეს. თუმცა სწავლის დასაწყებად ეს საკმარისი არ იყო, აქამდე საკმაოდ რთული გზა გამოიარა. დახმარებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციასაც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

ყველაფერი რისი გაყიდვაც შეეძლო, გაყიდა და ნიუ იორკში წავიდა. ამან შედეგი გამოიღო, მისი ნამუშევრები დიდ მოწონებას იმსახურებს. პროფესორები, რომლებიც თავადაც წარმატებული არტისტები არიან, დავით ჯალაღონიაზე ამბობენ, რომ ის არა მხოლოდ ჯგუფში, არამედ მთელ აკადემიაში ერთ-ერთი მოწინავე და პერსპექტიული სტუდენტია.

მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო შეფასებები აქვს, დავითის სწავლის გაგრძელება საფრთხის ქვეშ დგას. მეორე სემესტრის საფასური, 30 000 დოლარი, 25 იანვრამდე უნდა შეეტანა, თუმცა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, გამონაკლისი დაუშვეს და გადახდის ვადა პირველ მარტამდე მისცეს.

 

დღის ამბები