20 აპრილი 2024,   02:07
ვრცლად
საქართველოს პროფსასწავლებლების წარმომადგენლები აშშ-ში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ

საქართველოს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ამერიკაში, აიოვას შტატში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ. ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის გამოწვევების ფონდის მხარდაჭერით, ამერიკულმა ორგანიზაციამ World Link-მა საქართველოდან 14 ადამიანი გადაამზადა.

სამი კვირის განმავლობაში ისინი პროფესიული სასწავლებლების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

პროექტის ძირითადი მიზანი თანამედროვე ტენდეციების, საჯარო პარტნიორობის მოდელებისა და ტექნიკურ პროფესიებში გოგოების ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო. 

 

ავტორი: ნანა სისვაძე. 

დღის ამბები