18 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
გიორგი კელაპტრიშვილის მუსიკალური ტრიუმფი - "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულის ემოციები და მიზნები  

"მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონის გამარჯვებული, გიორგი კელაპტრიშვილი გახდა. ის ოთხთვიანი გადატვირთული გრაფიკის შემდეგ სხვა კონკურსანტებთან ერთად ბაკურიანში ისვენებს. ის „მხოლოდ ქართულში“ გატარებულ პერიოდს მუსიკალური და პიროვნული ზრდისა და შინაგანი ბარიერების გადალახვის საუკეთესო გამოცდილებას უწოდებს.

გიორგი კელაპტრიშვილი პროექტის ათეულში სოფო ნიჟარაძის ოქროს ღილაკით მოხვდა. მაყურებლის ფავორიტად მეორე კონცერტზე იქცა და მას შემდეგ ლიდერობა აღარ დაუთმია. ფიქრობს, რომ ფინალში გამარჯვებისთვის ყველას თანაბარი შანსი ჰქონდა.

გიორგის თითოეული გამოსვლა, განსაკუთრებით სანერვიულო მისი ოჯახის წევრებისთვის იყო.

გიორგი კელაპტრიშვილმა უახლოეს მიზნად კონსერვატორიაში ჩაბარება დაისახა. ის მიიჩნევს, რომ მუსიკალური განათლება საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტ რწმენას შესძენს.

 

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 



  

დღის ამბები