25 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
ბესელიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება - ჭიჭინაძის სკანდალური განცხადება

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ჭიჭინაძის შეფასებით, უკვე ბინძური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა. მმართველი გუნდიდან გარიცხული დეპუტატი ამ ბინძურ კამპანიას სწორედ ბესელიას დასასჯელად წამოწყებულ პროვოკაციას უწოდებს და პარლამენტის თავმჯდომარისგან მყისიერ რეაგირებას ითხოვს.

„გუშინ ღამე სხვადასხვა საშუალებით დაიწყეს გავრცელება ქალბატონი ეკას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, ეს იმდენად ბინძური საქციელია უკვე, მე ვფიქრობ, რომ შსს, პროკურატურა, უშიშროება უნდა დაინტერესდეს, საიდან მოდის, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს „ქართულ ოცნებას“. როგორც კი გავრცელდა გუშინ, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გადაიდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიქაუტაძე სასწრაფოდ ცდილობს, რომ გამწესდეს, ისევე, როგორც მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში და, შესაბამისად, ემთხვევა, იმ ადამიანების წინააღმდეგ ხდება დისკრედიტაცია, ვინც ამის მომხრე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს უფრო მეტი წვდომა აქვს და პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გამოიძიოს,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები