24 აპრილი 2024,   20:34
ვრცლად
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი, ჰენრიკ ჰოლოლეი იმყოფება.

პირველი შეხვედრა ევროკომისიის დელეგაციამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, გიორგი ჩოგოვაძესთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი  ავიაციისა და ტურიზმის განვითარების საკითხებს შეეხო.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს აეროპორტების ახალ დირექტორთან. ავიაციების მიმართულებით საქართველოსთვის გასული წელი საკმაოდ წარმატებული იყო. მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა,

ვისაუბრეთ ასევე, ახალი ავიაკომპანიების მოზიდვაზე, რადგან სწორედ აეროპორტები იზიდავენ ავიაკომპანიებს და საშუალებას აძლევენ მგზავრებს იმოგზაურონ სხვა და სხვა ქვეყნებში,“ - ამბობს ჰენრიკ ჰოლოლეი.

დღის ამბები